TorpedoNew Vision University
TorpedoNew Vision University
5 ტორპედოელი ნაკრებში

5 ტორპედოელი ნაკრებში

სექტემბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას "ტორპედოს" 5 ფეხბურთელი მიიღებს.

ჩვენი გუნდის კაპიტანი ვლადიმერ მამუჩაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში ჩვენი ნაკრები საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს.

საქართველო 21-წლამდე ნაკრებშია გამოძახებული ალეკო ბასილაძე. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კიდევ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, 16 წლის ლუკა კუპრავა და 17 წლის ანრი ჭითანავა კი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახე. ჩვენი ნაკრები 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით თბილისში შეკრებას გაივლის, 7-9 სექტემბერს კი საბერძნეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

მეხუთე ტორპედოელი კი ნახევარმცველი სორი მანეა, რომელიც გვინეა-ბისაუს ნაკრებში გამოიძახეს. გვინეა-ბისაუ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს და ამ მატჩებისთვის ნაკრებში სორი მანესაც უხმეს.

სიახლეებიყველა სიახლე
აფიშა
პირველი გუნდი
Erovnuli Liga Logoიბერია 1999 VS ტორპედო
იბერია 1999 logoიბერია 1999
ტორპედოტორპედო logo
მიხეილ მესხი - თბილისი stadium
მიხეილ მესხი - თბილისი
Erovnuli Liga Logoტორპედო VS დილა
ტორპედო logoტორპედო
დილადილა logo
რამაზ შენგელია - ქუთაისი stadium
რამაზ შენგელია - ქუთაისი
Erovnuli Liga Logoმეშახტე VS ტორპედო
მეშახტე logoმეშახტე
ტორპედოტორპედო logo
26 მაისი - წყალტუბო stadium
26 მაისი - წყალტუბო